Sunday, November 17, 2013

დღე მეცხრე

      დღეს ტრენინგის მონაწილეებმა ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია მოვაწყეთ.  ტრენინგის განმავლობაში ბევრჯერ შევცვალე ჩემი პროექტი, მაგრამ ბოლო დღეებში მივეცი საბოლოო სახე. მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები, საინტერესო და სრულყოფილი იყო ეკა გულიტაშვილის, მანანა ნებიერიძის და ნინო ნასყიდაშვილის პროექტები.
      ამ ტრენინგით ბევრი ვისწავლე და ბევრი დავიწყებულიც აღვიდგინე გონებაში და  რაც მთავარია შევიძინე ახალი მეგობრები.
     დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და მანანა კვინიკაძეს. მე პირადად კიდევ ერთხელ ვისიამოვნე მისი ტრენინგებით. კარგი იქნება, თუ ახალ საინტერესო ტრენინგებს არ გამომაპარებთ.

Saturday, November 16, 2013

დღე მერვე

1. დღეს გადავხედეთ პორტფოლიოს ჩეკლისტს და დავადგინეთ რა გვაქვს ფაილებში და რა არის დასამატებელი;
2. შევქმენით დამხმარე მოსწავლეებისთვის;
3. ვისწავლეთ ფაილის მიბმა პრეზენტაციაზე;

Sunday, November 10, 2013

დღე მეშვიდე


  1.  განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია;
  2. შევიმუშავეთ კითხვარები ინტერვიუსათვის;
  3. შევქმენით ბლოგზე კითხვა-პასუხის ცხრილი;
  4. შევავსეთ ერთმანეთის კითხვარები.


Saturday, November 9, 2013

დღე მეექვსე


  1. შევაჯამეთ ხუთივე დღე;
  2. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები;
  3. შევქმენით მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკა;
  4. გავაზიარეთ ნაშრომები ერთმანეთის ბლოგზე;
  5. ვისწავლეთ გვერდების შექმნა და  მისამართის დადება ბლოგზე;

Sunday, November 3, 2013

დღე მეხუთე


  1. გავეცანით დროში გაწერილ შეფასების სქემას; 
  2. განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი;
  3.  ვისწავლეთ ბმულის დადება ტექსტზე; 
  4. პრეზენტაციის სახით შევქმენით მოსწავლის ნიმუში; 
  5. დაარქივებული საქაღალდე ამოვიღეთ არქივიდან;

პრეზენტაცია

Saturday, November 2, 2013

დღე მეოთხე


  1. მიმართულების მიმცემი კითხვების დასრულება;
  2. დასრულებული მასალის პრეზენტაციის გეგმაში ჩაშენება;
  3. "სლაიდშოუ-ს" შექმნა;
  4. "სლაიდშოუს" დოკუმენტში დამახსოვრება;
  5. "სლაიდშოუს" ბლოგზე ჩაშენება;