Sunday, November 17, 2013

დღე მეცხრე

      დღეს ტრენინგის მონაწილეებმა ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია მოვაწყეთ.  ტრენინგის განმავლობაში ბევრჯერ შევცვალე ჩემი პროექტი, მაგრამ ბოლო დღეებში მივეცი საბოლოო სახე. მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები, საინტერესო და სრულყოფილი იყო ეკა გულიტაშვილის, მანანა ნებიერიძის და ნინო ნასყიდაშვილის პროექტები.
      ამ ტრენინგით ბევრი ვისწავლე და ბევრი დავიწყებულიც აღვიდგინე გონებაში და  რაც მთავარია შევიძინე ახალი მეგობრები.
     დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და მანანა კვინიკაძეს. მე პირადად კიდევ ერთხელ ვისიამოვნე მისი ტრენინგებით. კარგი იქნება, თუ ახალ საინტერესო ტრენინგებს არ გამომაპარებთ.

No comments:

Post a Comment